|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებს აიღეს და დაასუფთავეს მტკვარი.
პირველად, მდინარე მტკვარი სპეციალური უსაფრთხო საკვები პროდუქტების საღებავებით სიმბოლურად გამწვანდა. გაიმართა ბენდ „ესპერას" კონცერტი ირაკლი ქოიავას ხელმძღვანელობით, მოიხატა მტკვრის კალაპოტი, მოეწყო ფოტოგამოფენა.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა და მისი ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანი იყო „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს".
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს მდინარე მტკვრის მონიტორინგს 8 წერტილში, ხოლო მდინარის აუზში, 14 წერტილში. წყლის სინჯების აღების დროს ადგილზე ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ლაბორატორიებში განისაზღვრება არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლები, ასევე მძიმე ლითონები. რაც შეეხება მტკვრის შეფერილობას, მას განსაზღვრავს მისი მიმდებარე ნიადაგების ტიპი და შემადგენლობა, რაც აისახება წყალში შეწონილი ნაწილაკების არსებობით.
მიმდინარე წელს სააგენტომ საქართველოს ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების წერტილები გაზარდა 23 პუნქტით. წლის განმავლობაში დაკვირვება სულ ჩატარდება 32 მდინარისა და 8 ტბის 69 წერტილში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქედან 16 წერტილში კვლევები განხორციელდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ქიმიური მონიტორინგის გარდა ჩატარდება ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგიც. შესაბამისად ამ წერტილებში მოხდება წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა.
გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს "წყლის რესურსების მართვის" კანონპროექტზე, ახალი კანონი დაეყრდნობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
ახალი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლას.
მტკვრის დაცვის დღე 15 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვაკანსიები
25.02.2014
სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი
10.02.2014
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა
22.01.2014
მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|