|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014
„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:
• კომპანიის მიერ მიწის გამოყენების სამუშაოთა წარმოება თანხმდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რაც კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებთანაა დაკავშირებული;
• მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას;
• საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კომპანიისათვის მიწის სამუშაოთა განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულ პროცესებს, საერთო ჯამში, დაახლოებით 8 თვეზე მეტი დასჭირდა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით და იმის საფუძველზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი, "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილება (მე-61 მუხლის მე-3 პუნქტი) ადგენს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადა, გაგრძელდა ადეკვატური ვადით, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე.
„შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულება, შემდგომ გახდა საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეეტანა შესაბამისი ცვლილებები კომპანიის ლიცენზიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დამატებით, არანაირი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია
07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში
03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|