|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014
1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა. ზოგიერთ სოფელში განვითარდა ღვარცოფი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ერთად დაიწყო სტიქიის შედეგების აღწერა.
მუნიციპალიტეტებში შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომლებსაც კოორდინაციას სამხარეო ადმინისტრაცია უწევს. თავის მხრივ, ადმინისტრაციაში მოქმედებს საგანგებო შტაბი. დუშეთის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, რომელთა ინფორმაციით, სოფელ ცივწყაროში მდებარე ხევის (მცირეწყლიანი უსახელო ხევი) მარჯვენა მხარეს განვითარებული მეწყერის შედეგად, მოხდა ხევის კალაპოტის გადაკეტვა და განვითარდა ღვარცოფული ნაკადი, რამაც გარკვეული საშიშროება შეუქმნა ხევისპირას მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს.
გეოლოგების რეკომენდაციით მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გამოყენებით ხევებისა და გზების გასუფთავება. პირველ ეტაპზე, გაიწმინდა ქვა-ღორღით გადავსებული ის ადგილები, სადაც სტიქიის განმეორების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებს საფრთხე დაემუქრებოდა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
08.04.2014
საქართველოს მთავრობის დადგენილება
თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|