|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ესტუმრა
07.11.2012
დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძემ ასევე წარადგინა ახლად დანიშნული მოადგილეები, ნინო შარაშიძე და ირაკლი თექთურმანიძე. გარემოს ეროვნული სააგენტო (meteo.gov.ge) წარმოადგენს: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულისგან: გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური და ადმინისტრაციული დეპარტამენტი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ბათუმში
28.10.2013
14-18 ოქტომბერს ბათუმში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ჩატარდა
პლენარული სესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ IPCC-ს ხელმძღვანელი დოქტორი რაჯენდრა ქუმარ ფაჩაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და IPCC-ს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|