ორშაბათი, 16 დეკემბერი, 12:04   
ENG GEO
+8°

ამინდი თბილისში

 
ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22მ/წმ
მაქს: +17.0 1981, მინ: -9.0 2004
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 20 დღე, მესამე ფაზა
16 დეკემბერი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  16 დეკემბერი 2019  
მზის ამოსვლა: 08:21
მზის ჩასვლა: 17:31
დღის
ხანგრძლივობა:
9სთ 10წთ
 

 




სიახლეები
 

საქართველოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მხარდასაჭერად ,,არასაპროექტო გრანტი"-ის პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ 2 მლნ აშშ დოლარი გამოყო
20.01.2014

საქართველოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მხარდასაჭერად ,,არასაპროექტო გრანტი"-ის პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ 2 მლნ აშშ დოლარი გამოყო. აღნიშნული თანხა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიმართულებების გასაუმჯობესებლად: • ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების გასაუმჯობესებლად და დაკვირვების სადგურების ავტომატური აღჭურვილობის განახლებისთვის; • ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურის შესაძენად; • ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო აღჭურვილობისა და წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურის გასაუმჯობესებლად. არასაპროექტო გრანტის გამოყოფის შეთანხმებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური დაესწრნენ. კერძოდ, შეთანხმებას და თანდართულ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხოლო იაპონიის მხრიდან - საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ. აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მეშვიდეა. 1997-2010 წლებში ამ საგრანტო პროექტიდან საქართველოსთვის გამოიყო 3,58 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
   


06.10.2014



ვრცლად

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა,

ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: