ფინეთის მთავრობის პროექტის დასკვნითი შეხვდრა
25.04.2014
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მხარეს შორის შედგა, „საქართველოს წყლები - წყლის მონიტორინგისა და მართვის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ - პროექტის დასკვნითი შეხვედრა, სამუშაოები 2011 წელს დაიწყო და ამდროისათვის პროექტი დასრულებულია. სააგენტო წარმოადგენდა არამარტო საბოლოო გამომყენებელს (ბენეფიციარს) არამედ თვითონაც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში მოხდა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გადმოცემა როგორც მოწყობილობების ასევე მეთოდოლოგიების თვალსაზრისით. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბიოლოგიური მონიტორინგის დაარსება, თანამედროვე ხარისხის კონტორლისა და ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების დანერგვა, ახალი ჰიდროლოგიური სადგურების დაყენება მდინარე რიონის აუზში, თანამედროვე ჰიდროლოგიური მოდელის დანერგვა და სხვა.
ფინეთის მხარემ გამოხატა კმაყოფილება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
|