ორშაბათი, 18 ნოემბერი, 13:42   
ENG GEO
11°

ამინდი თბილისში

 
სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ
მაქს: +21.0 1966, მინ: -5.4 1941
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 22 დღე, მესამე ფაზა
18 ნოემბერი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  18 ნოემბერი 2019  
მზის ამოსვლა: 07:53
მზის ჩასვლა: 17:39
დღის
ხანგრძლივობა:
9სთ 46წთ
 

 




სიახლეები
 

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროექტის ,,წყალდიდობისა და წყალმოვარდნის მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავება მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში"" ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში დამონტაჟებული ავტომატურ რეჟიმში მომუშავე აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომელიც მეწყრის გადაადგილების არეალს აფიქსირებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით, რიონის აუზის 3 მუნიციპალიტეტში(წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლასა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში) მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო რეჟიმული ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მეწყრულ სხეულებზე გაიბურღა ჭაბურღილები, რომლებშიც თანამედროვე ავტომატურ რეჟიმში მომუშავე სპეციალური აღჭურვილობა (ინკლინომეტრები) დამონტაჟდა. ინკლინომეტრები იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს მეწყრული სხეულების დინამიკა, პროცესების ბუნება, გადაადგილების სიჩქარე და სხვა პარამეტრები. მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე შესაძლებელი გახდება წინასწარი პროგნოზის შემუშავება, რათა დროულად იქნას თავიდან აცილებული სტიქიისგან მიყენებული ზარალი.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                   


06.10.2014



ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
21.08.2014

2014 წლის 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: