|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სპეცილისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ
09.08.2011
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სპეციალისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარებზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ. სპეციალიტები გამგზავრებამდე გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდნენ და ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "იმასთან დაკავშირებით, რომ გერგეთის და დევდორაკის რისკ ფაქტორები დიდია, მიგვაჩნია რომ მათი ინტენსიური დნობის პერიოდში სასურველია საველე ექსპედიციის გზით მოხდეს სტაციონალური დაკვირვებები სრული პროგრამით არანაკლებ ერთი თვისა, რაც მოგვცემს თითქმის სრულ ინფორმაციას მათი პულსაციის რეჟიმის შესახებ და შესაძლებლობა გვექნება შედარება გავაკეთოთ ბოლო წლების მონაცემებთან" - განაცხადა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სამმართველოს მთავარმა სპეცილისტმა, ექსპედიციის წევრმა მურმან ძაძამიამ. 1950-1990 წლებში საქართველოს ჰიდრომეტსამსახურის და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევითი ინსტიტუტის თაოსნობით ხდებოდა დაკვირვებები სტაციონალური სრული პროგრამით 2 მყინვარზე: გერგეთზე და დევდორაკზე. ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დაკვირვებები ჩატარდა ამ მყინვარებზე 2000 და 2002 წლებში "USAID" მხარდაჭერით. "მონიტორინგი იწარმოებს გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე. ორი მიზეზის გამო ძალიან მნიშვნელოვანია ამ ექპედიციის განხორციელება. პირველი არის - პრევენციული ღონისძიებები იქნეს დროულად გატარებული და მეორე - წყლის რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის რაც უფრო დრო გავა, გახდება უფროდაუფრო სტრატეგიული რესურსი. ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მგდომარეობაშია მყინვარები"- განაცხადა გოგა ხაჩიძემ. აღნიშნულ მყინვარებს ახასიათებდა და ახაისათებს კატასტროფული პულსაცია რომელმაც მრავალჯერ შეუქმნა საშიშროება დასახლებულ პუნქტებს და სამხედრო გზას. გამოიწვია მსხვერპლი და ზარალი. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წლის 2 აგვისტოს, რომლის დროსაც მდ. დევდორაკის ხეობაში მყ. დევდორაკის ძლიერი დნობის და თანდართული წვიმების შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა მდ. ამალის ხეობის გავლით გადაკეტა მდ. თერგის კალაპოტი და 400 მეტრ მანძილზე გარეცხა სამხედრო გზა. ღვარცოფულმა ნაკადმა წაიღო ტრაქტორი და იმსხვერპლა ადამიანი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|