ჩვენი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში
05.10.2011
გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მასმედიას წარუდგინა გარემოს ეროვნული სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი http://meteo.gov.ge/ . გარემოს ეროვნული სააგენტოს ორენოვანი ვებ-გვერდი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლისთვის. www.meteo.gov.ge საზოგადოებას ზუსტ და უახლეს ინფორმაციას აწვდის 18 ქალაქის მოკლე და გრძელვადიან ამინდის პროგნოზის შესახებ.
"მოხარული ვარ, რომ დღეს გაიმართა ვებ-გვერდის ოფიციალური პრეზენტაცია. მოგიწოდებთ, რომ ხშირად ისარგებლოთ ინტერნეტ გვერდით www.meteo.gov.ge. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ინფორმაცია საქართველოში და ამ ინფორმაციის მოპოვებას აწარმოებს მხოლოდ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის ოფიციალური საიტიც არისwww.meteo.gov.ge. სხვა გავრცელებული ინფორმაციები კი არ შეესაბამება სინამდვილეს ან უმრავლეს შემთხვევაში სარგებლობენ სხვის მიერ მოპოვებული ინფორმაციებით. მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები ვებ-გვერდის შესახებ. ჩვენ ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტად პრაქტიკული იყოს მომხმარებლისთვის," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. |