სააგენტოს თანამშრომელთა ვიზიტი ფინეთში
12.03.2012
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სამი ჯგუფი- დისტანციური ზონდირების ჯგუფი, წყალდიდობების რისკების მენეჯმენტის ჯგუფი და გარემოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ჰელსინკში(ფინეთი) ტრენინგებზე ფინური პროექტის "წყლის მონიტორინგისა და მენეჯმენტის მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში.
პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია წყლის მდგომარეობისა და ეკოლოგიის გაუმჯობესება კლიმატის ცვლილების ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე შემცირების ფონზე საქართველოში. |