-
• საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში:
-
სტანდარტული და სპეციალიზირებული (თანამგზავრული, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, გლაციოლოგიური, თოვლსაზვავე, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, საავიაციო და სხვა) რეგულარული სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის (სადგურები, საგუშაგოები) ორგანიზება და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
-
სპეციალიზირებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება (სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალის დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის მარაგის ყოველწლიური შეფასება, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო-ოკეანოლოგიური დაკვირვებების წარმოება);
-
ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება;
-
საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება, კომპეტენციის ფარგლებში;
-
შესაბამისი ტერიტორიების ბუნებრივი პირობების კომპლექსური (ლანდშაფტური) დახასიათება;
-
მდინარეთა აუზების სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენებისა ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კვლევების წარმოება და პრევენციული ღონისძიებების დასახვა, ეროზიულ-აბრაზიული პროცესების შერბილების პროექტების შედგენა;
-
ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფა – გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;
-
ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის რეგულარული მეთოდური ინსპექტირება;
-
საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა;
-
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან და ამინდის მსოფლიო პროგნოსტიკული ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად (დღე-ღამურ რეჟიმში) მიღების, ვიზუალიზაციის, დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა;
-
ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
-
საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;
-
ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ფონდის შევსება, მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, პირველადი დამუშავება და ხარისხის კონტროლის განხორციელება;
-
ჰიდრომეტეოროლოგიურ პირველად მონაცემთა მრავალწლიური რიგების სისტემატიზაცია და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზების ფორმირება;
-
მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIშ ფორმატში წარმოდგენა;
-
კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
-
გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ცვლილების დინამიკის შესწავლა;
-
სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება;
-
ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამხედრო და სამოქალაქო ავიაცია და საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით და ინფორმაციული პროდუქციით, აგრეთვე სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობით (ექსპედიციური და სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება, ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა) მომსახურება;
-
ჰიდროგრაფიული და ტოპოგეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება;
-
არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
-
საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
-
საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;
-
შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
-
ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
-
კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.
-
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:
-
შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების, წინადადებების, მეთოდური და სხვა სახის მასალების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო წყლის ობიექტში თევზის რესურსის მარაგის დადგენა;
-
დადგენილი წესით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი თევზჭერის კვოტების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
-
კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვაში მონაწილეობის მიღება, ასევე თევზჭერის საკითხებზე მეთოდური მასალების, რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება;
-
მდგრადი მეთევზეობის დანერგვის ხელშეწყობა, წყლის ბიორესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
-
საქართველოს ჭარბტენიანი და წყალჭაობიანი სავარგულების მონიტორნგი, ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიზნით წინადადებების შემუშავება;
-
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.