 |
|
 |
06 დეკემბერი 2023 |
 |
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
9სთ 18წთ |
|
|
|
|
|
 |

 |
|
 |
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
21.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
2014 წლის 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
დღეს, დილის 6 საათზე კი, სამინისტროს ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და გლაციოლოგების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით დარიალის ხეობაში მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები დაათვალიერეს. ჰიდროლოგებმა და გეოლოგებმა სტიქიური პროცესების პირველადი შეფასება გააკეთეს და რისკების განსაზღვრა მიმდინარეობს. დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წინა (17 მაისის) ღვარცოფული მოვლენის დროს დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა. ადგილზე ღვარცოფის ახალი მოწყვეტის კერები არ ფიქსირდება. გამოტანილი მასის სავარაუდო მოცულობა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
დარიალის ხეობაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების სპეციალისტები.
დევდორაკის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს გადაუდებელი ღონისძიებები. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
|
|
|
 |
|
 |





|
 |
|
|
|
 |