ოთხშაბათი, 20 იანვარი, 16:05   
ENG GEO
+3°

ამინდი თბილისში

 
ჩრდილო–დასავლეთის ქარი 13-18მ/წმ
მაქს: +17.9 1955, მინ: -23.0 1883
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 8 დღე, პირველი ფაზა
20 იანვარი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
     
მზის ამოსვლა:
მზის ჩასვლა:
დღის
ხანგრძლივობა:
 

 




სიახლეები
 

ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სპეცილისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ
09.08.2011

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სპეციალისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარებზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ. სპეციალიტები გამგზავრებამდე გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდნენ და ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "იმასთან დაკავშირებით, რომ გერგეთის და დევდორაკის რისკ ფაქტორები დიდია, მიგვაჩნია რომ მათი ინტენსიური დნობის პერიოდში სასურველია საველე ექსპედიციის გზით მოხდეს სტაციონალური დაკვირვებები სრული პროგრამით არანაკლებ ერთი თვისა, რაც მოგვცემს თითქმის სრულ ინფორმაციას მათი პულსაციის რეჟიმის შესახებ და შესაძლებლობა გვექნება შედარება გავაკეთოთ ბოლო წლების მონაცემებთან" - განაცხადა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სამმართველოს მთავარმა სპეცილისტმა, ექსპედიციის წევრმა მურმან ძაძამიამ. 1950-1990 წლებში საქართველოს ჰიდრომეტსამსახურის და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევითი ინსტიტუტის თაოსნობით ხდებოდა დაკვირვებები სტაციონალური სრული პროგრამით 2 მყინვარზე: გერგეთზე და დევდორაკზე. ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დაკვირვებები ჩატარდა ამ მყინვარებზე 2000 და 2002 წლებში "USAID" მხარდაჭერით. "მონიტორინგი იწარმოებს გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე. ორი მიზეზის გამო ძალიან მნიშვნელოვანია ამ ექპედიციის განხორციელება. პირველი არის - პრევენციული ღონისძიებები იქნეს დროულად გატარებული და მეორე - წყლის რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის რაც უფრო დრო გავა, გახდება უფროდაუფრო სტრატეგიული რესურსი. ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მგდომარეობაშია მყინვარები"- განაცხადა გოგა ხაჩიძემ. აღნიშნულ მყინვარებს ახასიათებდა და ახაისათებს კატასტროფული პულსაცია რომელმაც მრავალჯერ შეუქმნა საშიშროება დასახლებულ პუნქტებს და სამხედრო გზას. გამოიწვია მსხვერპლი და ზარალი. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წლის 2 აგვისტოს, რომლის დროსაც მდ. დევდორაკის ხეობაში მყ. დევდორაკის ძლიერი დნობის და თანდართული წვიმების შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა მდ. ამალის ხეობის გავლით გადაკეტა მდ. თერგის კალაპოტი და 400 მეტრ მანძილზე გარეცხა სამხედრო გზა. ღვარცოფულმა ნაკადმა წაიღო ტრაქტორი და იმსხვერპლა ადამიანი.
 
წინა შემდეგი


06.10.2014



ვრცლად

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა,

ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: