 |
|
 |
02 დეკემბერი 2023 |
 |
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
9სთ 22წთ |
|
|
|
|
|
 |

 |
|
 |
|
დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად. ხვალ დილიდან, მდინარე დევდორაკსა და ამალიას შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. ვინაიდან სტიქიის მთავარი მაპროვოცირებელი ხეობაში ძლიერი ნალექია, უმნიშვნელოვანესია, ავტომატურ, ონლაინ რეჟიმში ხდებოდეს ნალექის რაოდენობის განსაზღვრა, რათა გამარტივდეს და ეფექტურად იფუნქციონიროს ადრეული შეტყობინების სისტემამ. ასევე შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან. |
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |



|
 |
|
|
|
 |