საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიცია საფრანგეთში 08.09.2011
ფრაგნგი და ქართველი სპელეოლოგების ერთობლივი მუშაობის 20 წლისთავთან დაკავშირებით ქ. ლიმუჟის სპელეოკლუბმა 2011 წლის აგვისტოში ჩაატარა 16-დღიანი კომპლექსური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი სპელეოლოგებიც, საქართველოს სპელეოკავშირის პრეზიდენტის მ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის წევრთა შორის იმყოფებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი გიორგი გელაძე. პროგრამა ითვალისწინებდა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამი მღვიმური სისტემის გავლას. შეგროვდა ექსპედიციის ამსახველი ფოტომასალა. მალავალის მღვიმე გამოირჩვა თავისი უნიკალური ჰელექტიტების ფორმებით და ფერებით, ხოლო ავენ არმანდის მღიმეში არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტალაგმიტი, რომლის სიმაღლეც 30 მეტრს აღწევს.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.