საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2022 წლის სექტემბრის თვის პროგნოზი

სექტემბრის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

    საქართველოს ტერიტორიაზე სექტემბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით საშუალოდ 3-5 გრადუსით დაბალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +19, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +20, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +13, +19 და მაღალმთიან ზონაში +8, +12 გრადუს შეადგენს. ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები უარყოფითი მიმართულებით უფრო ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის ±1-1.5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +27 გრადუსის ფარგლებშია. ტერიტორიის მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +15, +20 გრადუსია, მაღალმთაში კი უმნიშვნელოდ იკლებს და +13, +19 გრადუსს შეადგენს. სექტემბერში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +36, +40, ქართლსა და კახეთში +33, +38 გრადუსს  აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +37 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალმთაში +24, +31 გრადუსადეა დაკვირვებული. ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +14, +17, ქართლ-კახეთის ბარსა და მთისწინეთში +11, +15, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +7, +13, მაღალმთიან ზონაში +5, +7 გრადუსს შეადგენს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა კახეთში 0, +2 0-გრადუს შეადგენს, თუმცა აღმოსავლეთში ჰავის კონტინენტურობის გამო მისი რყევადობა იზრდება და ქართლსა და შირაქის ველზე -4, 0 გრადუსამდე ეცემა. მთიან და მაღალმთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი უმეტესად უარყოფითია და -9, -2 და -6, -11 გრადუსს შეადგენს, შესაბამისად.

    აგვისტოსთან შედარებით ნალექების რაოდენობა მატულობს კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში და მიმდებარე კავკასიონის მთიანეთში, ხოლო საქართველოს მაღალმთიან ზონაში რიქით _ იკლებს. ტერიტორიის დანარჩენ რაიონებში ცვლილება უმნიშვნელოა. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა გურია-აჭარის სანაპირო ზოლი და ზღვისკენ მიქცეული მთების ფერდობები (270-300 მმ), თუმცა აღნიშნული ტერიტორიის დანარჩენ მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 90-190 მმ-მდე მცირდება. შედარებით ნაკლებ ნალექიანია აფხაზეთის სანაპირო ზოლი (100-140 მმ), თუმცა სამეგრელო-აფხაზეთის მთებში ნალექიანობა 160-180 მმ-მდე იზრდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 90-240 მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 80-100 მმ ნალექი მოდის. გაცილებით ნაკლები ნალექი მოდის აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. შიდა და ქვემო ქართლში მისი რაოდენობა 30-60, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის მთიანეთში 50-80 მმ-ის ფარგლებში იცვლება. ნალექიან დღეთა რაოდენობა თითქმის მთელ ტერიტორიაზე თვის განმავლობაში 9-15 დღეს შეადგენს, ქართლ-კახეთში კი 7-10 დღემდე მცირდება. ნალექების დღეღამური მაქსიმუმი სანაპირო ზოლში აგვისტოსთან შედარებით იკლებს და გურია-აჭარის სანაპიროზე 150-240 მმ-ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 60-170, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო იმერეთში 40-70 მმ-ის ფარგლებშია. ქართლ-კახეთში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 90 მმ- არ აღემატება. უმცირესია სამხრეთ საქართველოს  მთიანეთში და 40-50 მმ- შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, გურია-აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 650-700 მმ- წვიმიან და 40-70 მმ- გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში _ 280-330 მმ- წვიმიან და 1-20 მმ- გვალვიან წლებში.                     

2022 წლის სექტემბრის პროგნოზი

                       დასავლეთ საქართველო

L            Lშავი ზღვის სანაპირო რაიონები

       ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +20, +210, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +14,+110-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +30, +350- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი.  

კოლხეთის დაბლობი 

       ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +21, +220, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასტან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +13, +100-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +36, +390- მდე.

                ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან მეტი და მასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

         ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +16, +190  (მაღალმთიან რაიონებში +13, +150)  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასტან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +60-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +6, +30-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +34, +370- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +28, +310-მდე).

         ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.


                            2021 წლის სექტემბრის პროგნოზი

               აღმოსავლეთ საქართველო

          ქართლის ვაკე

              ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +200, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +8, +50-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +35,+380- მდე.

         ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი

               ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +18, +200, რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +8, +50-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +33, +360- მდე.

           ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები

 

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +190  (მაღალმთიან რაიონებში  +10, +130),  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +10-მდე (მაღალმთიან რაიონებში  0, -30-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +32,+350- მდე (მაღალმთიან რაიონებში  +29, +320-მდე).

        ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

თამარ ფიცხელაური

სააგენტოს  უფროსი

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ -1°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 11°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ