საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2025 წლის თებერვლის თვის პროგნოზი

თებერვლის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +7°--ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +4°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°-მდე კლებულობს. 

თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში +1, +3°. შიდა ქართლსა და გარე კახეთში 0, -1°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 0, -4°, მაღალმთიან ზონაში -4, -8°-ია.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +22, +27°-ს აღწევს. ქართლსა და გარე კახეთში მისი მნისვნელობა 18, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +15, +20, მაღალმთიან რაიონებში კი +10, +15°-ია.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -8, -12°, კოლხეთის დაბლობზე -12, -16, ქართლსა და  კახეთში -17, -22, ქვეყნის მთიან რაიონებში -19, -24, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, მაღალმთიან ზონაში -26, -31 გრადუსამდე იკლებს.

თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 4-6, კოლხეთის დაბლობზე 6-8, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში 10-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 12-15, შიდა ქართლში 20-25, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 22-27 დღე.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თებერვალში საშუალოდ 6-16 დღეა ნალექიანი.

ყველაზე მეტი ნალექიანობით ამ თვეში აჭარის სანაპირო ზოლი,  გურია და აფხაზეთის მთიანეთი ხასიათდება (200-250 მმ). კოლხეთის დაბლობზე 115-150 მმ, დასავლეთ საქართველოს მთებში 90-170 მმ, ქართლ-კახეთსა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში 20-50 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს  კავკასიონის  ფერდობებზე 50-100 მმ ნალექი მოდის.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და  აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს. ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. Aასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და 10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150 მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8°, რაც 1 გრადუსით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0  -3° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +19, +22° - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8°, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით   -2,   -5°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +19, +22°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +3, +4° (მაღალმთიან რაიონებში  -1, +1°,  რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -9, -12° -მდე (მაღალმთიან რაიონებში -13, -16° -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +15, +18°-მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +12, +15 -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +5°, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +19°-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +5°, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -7°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +19°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  0, +2°, მაღალმთიან რაიონებში -5, -2°, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -14°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -17, -20°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +13, +16°-მდე, მაღალმთიან რაიონებში  +10, +1-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე ნაკლები.

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ -2°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

შესაძლებელია მცირე თოვლი

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ