საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის ივნისის თვის პროგნოზი

 

                                                                                ივნისის თვის  მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით საქართველოში  ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +20, +23°C, მთიან რაიონებში +16, +21°C, მაღალმთიან ზონაში  +10, +15°C-ის ფარგლებშია. 

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და საქართველოს მთიან ზოლში +24, +29°Cის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +20, +23°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +16, +21°C- შეადგენს.

მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +37, +41°C-, მთიან რაიონებში +32, +39°C, მაღალმთიან ზონაში +27, +33°C-ს აღწევს.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +14, +18°C, ქვეყნის მთიან რაიონებში +11, +16°C-ის, ხოლო მაღალმთიან ზონაში +7, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, + 11°C, შიდა ქართლში +1, +3°C, ქვემო ქართლს და კახეთში +6, +9°C,  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +2, +7°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 0, +C-ს შეადგენს. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0°C,  -6°C-მდე იკლებს.

ქვეყნის დაბლობში, ბარსა და მთიან რაიონებში ყინვა არ აღინიშნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში წაყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.

ივნისის თვეში შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 100-200 მმ-, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 60-160 მმ- შეადგენს.

საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-16 დღეს შეადგენს. 

ივნისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 150-190 მმ-ს აღწევს, ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე 30-50 მმ-ს არ აღემატება.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 200-500 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 10-50 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 2-15 მმ-ს არ აღემატებოდეს.

 

დასავლეთ საქართველო

 

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34°C- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.   

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +19, +20°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 10C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +11, +8°C-მდე, მაღალმთაში +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +26, +29°C-მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.    

 

აღმოსავლეთ საქართველო

 

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32 ,+35°C-მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°C- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +18, +19°C , მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +6, +3°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +4, +1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

search form
ღამე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 15°

დასავლეთის ქარი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 23°

დასავლეთის ქარი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ