პროგნოზი რეგიონებისთვის
4 ნოემბერი 2026წ. -ოთხშაბათს
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +16 +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°,ზოგან +15°-მდე.
5 ნოემბერი 2026წ. -ხუთშაბათს
დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ელჭექი, დღის II ნახევრიდან მაღალმთიან რაიონში ზოგან თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +4, +9°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°.
6 ნოემბერი 2026წ. -პარასკევს
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის I ნახევარში ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით -1, +4°.