საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

საქართველოს ტერიტორიის აგროკლიმატური რესურსები

აგრომეტეოროლოგია შეისწავლის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გავლენას სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ზრდა-განვითარებაზე, მათ პროდუქტიულობაზე.

სამეურნეო დარგებს შორის,  სოფლის მეურნეობა ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ამინდის პირობებზე. ჰიდრომეტეოროლოგიური ელემენტების ცვალებადობაზეა დამოკიდებული მცენარეებისა და ცხოველების ზრდა-განვითარება; უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება. ამიტომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები წლის განმავლობაში ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მას დაემთხვას ხელსაყრელი ამინდი, რათა შესაძლებელი იყოს კლიმატური რესურსების გამოყენება.

კლიმატის ძირითადი ფაქტორები: სინათლე, სითბო და წყალი - განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდა-განვითარებას და მოსავლის ხარისხს. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ მათი გავრცელების გეოგრაფიას, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მოსავლიანობის გაზრდისათვის აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად ჩატარებას. ამინდის ერთიდაიგივე ფაქტორმა მცენარეთა ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში შესაძლოა განსხვავებულად იმოქმედოს. საშიში მეტეორლოგიური მოვლენები: სეტყვა, წაყინვა, გვალვა, ძლიერი ქარი, ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმები, ძლიერი და ხანგრძლივი ყინვები  და ა.შ. მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. სათანადო მეცნიერული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე შესაძლოა გარემო ფაქტორებზე მოქმედება და მათ წინააღმდეგ შემარბილებელი ღონისძიებების გატარება.

სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიის აგროკლიმატური დარაიონება. აგროკლიმატური ზონები წარმოადგენენ ერთგვაროვან ტერიტორიებს სითბოთი უზრუნველყოფის პირობების მიხედვით და განისაზღვრება 100-ზე მაღალი დღე-ღამური საშუალო ტემპერატურის ჯამებით. აგროკლიმატური რაიონები და ქვერაიონები წარმოადგენენ ადგილობრივი კლიმატით განსხვავებულ ტერიტორიებს. აგროკლიმატური რაიონები ასევე გამოიყოფა დატენიანების პირობების იხედვით.

მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყოფილია ცხრა  აგროკლიმატური ზონა ჰაერის ტემპერატურის ჯამების 500-იანი ინტერვალით. დატენიანების (ტენით უზრუნველყოფის) პირობების მიხედვით კი გამოიყოფა ექვსი რაიონი: ა. ჭარბტენიანი, ბ. ტენიანი, გ. ზომიერად ტენიანი, დ. სუსტად გვალვიანი, ე. გვალვიანი, დ. ძალზე გვალვიანი.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება გამოვყოთ კლიმატური ზონები ნახევრად უდაბნოდან დაწყებული(ნალექების წლიური რაოდენობა-400 მმ-ზე ნაკლები) და ნოტიო სუბტროპიკებით დამთავრებული (ნალექების წლიური რაოდენობა-4 000 მმ-მდე). ნალექების წლიურ რაოდენობასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ შიდა წლიურ განაწილებას.

საქართველოს ტერიტორიაზე ნალექების შიდაწლიურ განაწილებაში გამოსახულია ორი კანონზომიერება: ა. ნალექების წლიური და სეზონური ჯამები მცირდებიან დასავლეთიდან (შავი ზღვის სანაპიროდან) აღმოსავლეთისაკენ.  ბ. ნალექების რაოდენობა იზრდება ზღვის დონიდან ადგილის სიმაღლესთან ერთად (გარკვეულ სიმაღლემდე).

კოლხეთის დაბლობზე წელიწადში მოდის 1100-2300 მმ ნალექი. ზღვიდან დაცილებულ იმერეთის ზეგანზე, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში კი 900-1200 მმ.

აღმოსავლეთ საქართველოში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 340-დან 1400 მმ-მდე. ნალექების განაწილება აქ ძირითადად ექვემდებარება ვერტიკალურ ზონალობას. ყველაზე მშრალი რაიონები მდებარეობენ ყველაზე დაბალ ადგილებში: ქვემო ქართლის ვაკე (340-400 მმ), შიდა ქართლის ბარის ცენტრალური ნაწილი, ალაზნის ქვემო დინების მარჯვენა სანაპირო (500-600 მმ), მესხეთის ქვაბული და ჯავახეთის ზეგანი (400-600 მმ).

ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ნალექების რაოდენობა მატულობს გარკვეულ სიმაღლემდე. მაგალითად მუხრანი (550 მ.) – 516 მმ, დუშეთი (922 მ) – 618 მმ, ფასანაური (1070 მ) – 932 მმ, მლეთა (1533 მ) -1212 მმ, ჯვრის უღელტეხილი (2395 მ) -1500 მმ, ყაზბეგი (მაღალ-მთა) (3653 მ) -1404 მმ.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ტენით უზრუნველყოფის შესაფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ განაწილებას წლის სეზონების მიხედვით, განსაკუთრებით კი გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში.

გაზაფხულის თვეებში ატმოსფერული ნალექები მთელ საქართველოში შედარებით თანაბრადაა განაწილებული, თუმცა დასავლეთ საქართველოში ის უფრო გვალვიანია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე ნოტიო.

ატმოსფერული ნალექების აღრიცხვა არის წყლის ბალანსის შემოსავალი ნაწილი, ხოლო წყლის ბალანსის გასავალი ნაწილი ძირითადად აორთქლებაზე მოდის, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მზის რადიაციაზე, ჰაერის ტემპერატურაზე და ქარზე.

მიწის ზედაპირის რადიაციული ბალანსის წლიური სიდიდე საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადობას 18-დან 58 კკალ/სმ2, ხოლო მასზე დამოკიდებული აორთქლებადობა   (Eo) -

300 -1200 - მმდე. მათი განაწილება დამოკიდებულია ვერტიკალურ ზონალობაზე, ღრუბლიანობაზე და ოროგრაფიაზე (ფერდობის ექსპოზიციაზე).

search form
ღამე

ღრუბლიანი, შესაძლებელია ნისლი

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

ღრუბლიანი,  შესაძლებელია ნისლი 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ