საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის იანვრის თვის პროგნოზი

 

 

იანვრის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს   ტერიტორიაზე

   

კლიმატური მონაცემებით ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა იანვარში დეკემბერთან შედარებით 1-4°-ით დაბალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლში +3, +5°, დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +3°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°,  ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში 0, +1°, შიდა ქართლსა და გარე  კახეთში -1, -3°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში -1, -6°  და მაღალმთიან ზონაში -5, -10°-ია.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +20, +25°, ქართლის ვაკესა და კახეთში +16, +21, ქვეყნის მთიან რაიონებში +14, +19, მაღალმთიან რაიონებში კი +6, +11° სითბოს აღწევს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -9, -14°, კოლხეთის დაბლობზე -15, -19, ქართლსა და  კახეთში -23, -28, (შირაქის ველზე -32), ქვეყნის მთიან რაიონებში -17, -22, აღმოსავლეთ საქართველოში  ზოგან -25, -30, მაღალმთიან ზონაში -30, -35 გრადუსამდე იკლებს.

ყინვიანი დღეები სანაპირო ზოლში საშუალოდ 1-დან 3-მდე, კოლხეთის დაბლობზე 4-დან 8-მდე, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში  15-დან 28-მდე, ქართლსა და კახეთში 20-დან 30-მდე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 28-დან 31 დღემდეა.

თვის განმავლობაში ნალექიან დღეთა საშუალო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 10-15, აღმოსავლეთ საქართველოში 4-12-ია.

იანვარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში 200-250 მმ, ყველაზე ნაკლები სვანეთსა და რაჭაში 60-დან 90 მმ-მდე. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-დან 180 მმ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოს  ბარსა და მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 10-40 მმ-, ჩრდილო მთიან ზონაში კი ზოგან 90 მმ- შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 50-დან 100 მმ-მდეა, აღმოსავლეთ საქართველოში 10-50 მმ- შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 400-500 მმ- წვიმიან, ხოლო  50-100 მმ- გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე 80-100 მმ- წვიმიან და 0-10 მმ- გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8°, რაც 1° -ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +16, +19°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +, რაც 1° -ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -4, --მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +14, +17°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +4° (მაღალმთიან რაიონებში -1, ),  რაც -ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -13°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -14,  -1-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +9, +13°- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +8, +1-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

                                                                

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია შიდა ქართლში +1, +2, ქვემო ქართლში +4, +5°, რაც -ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -7, -1-მდე, ქვემო ქართლში  -4, -7°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +12, +15°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +2, +3°, რაც 1° -ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -5, --მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +12, +15°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  -1, +1° (მაღალმთიან რაიონებში  -2, -5°),  1°-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -15°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -17, -20°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +8, +13°- მდე (მაღალმთიან რაიონებში +6, +9°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

search form
ღამე

თოვლჭყაპი

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ

დღე

თოვლჭყაპი

ცვალებადი მიმართულების ქარი ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ