საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2026 წლის თებერვლის პროგნოზი

 

 

 

                                                                                                          თებერვლის  მოკლე კლიმატური დახასიათება საქართველოს  ტერიტორიაზე

მრავალწლიური მონაცემებით, იანვართან შედარებით თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალში მხოლოდ 0.5-1°-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, +7°-ია. ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს მთაში -1, +4°,  მაღალმთიან ზონაში -3, -7°-მდე კლებულობს. 

თებერვლის საშუალო ტემპერატურა ქვემო ქართლსა და შიდა კახეთში +1, +3°. შიდა ქართლსა და გარე კახეთში 0, -1°, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 0, -4°, მაღალმთიან ზონაში -4, -8°-ია.

 ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +22, +27°-ს აღწევს. ქართლსა და გარე კახეთში მისი მნისვნელობა 18, +24, ქვეყნის მთიან რაიონებში +15, +20, მაღალმთიან რაიონებში კი +10, +15°-ია.

 ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში -8, -12°, კოლხეთის დაბლობზე -12, -16, ქართლსა და  კახეთში -17, -22, ქვეყნის მთიან რაიონებში -19, -24, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან -21, -26, მაღალმთიან ზონაში -26, -31 გრადუსამდე იკლებს.

 თვის განმავლობაში სანაპირო ზოლში საშუალოდ ყინვიანია 4-6, კოლხეთის დაბლობზე 6-8, დასავლეთ საქართველოს მთიან  რაიონებში 10-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 12-15, შიდა ქართლში 20-25, აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალმთაში 22-27 დღე.

 ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თებერვალში საშუალოდ 6-16 დღეა ნალექიანი.

 ყველაზე მეტი ნალექიანობით ამ თვეში აჭარის სანაპირო ზოლი,  გურია და აფხაზეთის მთიანეთი ხასიათდება (200-250 მმ). კოლხეთის დაბლობზე 115-150 მმ, დასავლეთ საქართველოს მთებში 90-170 მმ, ქართლ-კახეთსა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთში 20-50 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს  კავკასიონის  ფერდობებზე 50-100 მმ ნალექი მოდის.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 40-90 მმ და  აღმოსავლეთ საქართველოში 20-70 მმ-ს შეადგენს.

 ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. Aასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 350-500 მმ-ს წვიმიან და 10-40 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლის ვაკეზე შესაბამისად 50-150მმ-ს წვიმიან და 0-10 მმ-ს გვალვიან წლებში.

  

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +7, +8°, რაც 1-2°-ით მაღალია  საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0 -3°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +23°-მდე.   

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.       

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +6, +7°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -1, -4°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +5°(მაღალმთიან რაიონებში  -1, +1°)  რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -4, -8°-მდე (მაღალმთიან რაიონებში -13, -16°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +19°-მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +11, +14°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +5°, რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +16, +19°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +2, +4°, რაც 1-2°-ით  მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5,  -8°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +16, +19°-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  -1, +1°(მაღალმთიან რაიონებში -5, -2°)  რაც 1-2°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -14°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -17, -20°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +14, +17°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +10, +1-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

search form
ღამე

შესაძლებელია თოვლჭყაპი

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ