დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები
- მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე, ზედაპირული წყლებისა და ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების სტაციონალური ქსელის (ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის) ორგანიზება, მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად);
- მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური ქსელიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად მიღება და ანალიზი;
- ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების საინსტალაციო სამუშაოების წარმოება, გამზომი საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზება;
- საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა;
- სატელიტური მეტეოროლოგიური ინფორმაციის რეგულარულად მიღების ორგანიზება;
- ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო და სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
- სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალების დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;
- ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება: ზედაპირულ წყლებზე (მდინარე, ტბა, წყალსაცავი) ჰიდრომეტრული და ტოპო-გეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო დაკვირვებების წარმოება;
- ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ხარისხის კონტროლის განხორციელება;
- მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა, მონაცემთა ბაზების ფორმირება;
- კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
- კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა. გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების შედგენა და გავრცელება;
- სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება;
- საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასება;
- ეკონომიკის სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ავიაცია, საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაცის და ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება;
- არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება ან ამ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა თავის კომპეტენციის ფარგლებში;
- ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებაში ანთროპოგენური ფაქტორების გავლენის შეფასება;
- ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება. შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური პროცესების კვლევა. ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით ამ პროცესების პროგნოზირება;
- საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების და მდინარეთა ნაპირდამცავი ობიექტების დაგეგმარება- დაპროექტება;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშებზე საექსპერტო დასკვნების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
- ჰიდრომეტეოროლოგიის ისტორია
- დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
- დეპარტამენტის ძირითადი სერვისები
- პროექტები
- ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი
ღამე
7°
სუსტი ქარი მ/წმ
დღე