გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია 07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
2013 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგისა და 2014 წლის მოსალოდნელი პროცესების პროგნოზის ანგარიშის მიზანი, გეოლოგიური რისკების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცხოვრებელ ზონებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მეწყერსაშიშროება და სხვა სტიქიური მოვლენები, ასევე დროულად განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
საზოგადოებისთვის და გეოლოგიური პროცესების განვითარების კუთხით დაინტერესებული პირებისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.meteo.gov.ge-ზე შეიქმნა resource.meteo.gov.ge-ი სადაც განთავსებულია, რუკები ყველა სახის გეოლოგიური პროცესითა და სტიქიის გააქტიურების სარისკო უბნებით. resource.meteo.gov.ge-ი საშუალებას იძლევა ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ონლაინრეჟიმში უპრობლემოდ მიიღოს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად.