პარასკევი, 26 აპრილი, 18:02   
ENG GEO
+31°

ამინდი თბილისში

 
სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ
მაქს: +30.4 1917, მინ: +1 2017
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 18 დღე, მესამე ფაზა
26 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  26 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:04
მზის ჩასვლა: 19:53
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 49წთ
 

 




სიახლეები
 

გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია
07.04.2014

დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. 2013 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგისა და 2014 წლის მოსალოდნელი პროცესების პროგნოზის ანგარიშის მიზანი, გეოლოგიური რისკების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცხოვრებელ ზონებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მეწყერსაშიშროება და სხვა სტიქიური მოვლენები, ასევე დროულად განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები. საზოგადოებისთვის და გეოლოგიური პროცესების განვითარების კუთხით დაინტერესებული პირებისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.meteo.gov.ge-ზე შეიქმნა resource.meteo.gov.ge-ი სადაც განთავსებულია, რუკები ყველა სახის გეოლოგიური პროცესითა და სტიქიის გააქტიურების სარისკო უბნებით. resource.meteo.gov.ge-ი საშუალებას იძლევა ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ონლაინრეჟიმში უპრობლემოდ მიიღოს.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                   

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
21.08.2014

2014 წლის 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

ვრცლად

მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
13.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.

ვრცლად

მტკნარი სასმელი წყლების რესურსებისა და მონიტორინგული ქსელის აღდგენა
12.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან
14.07.2014

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შედგა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: