|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან
06.03.2014
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე „საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტურობის მესამე მიმოხილვის" დოკუმენტი განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მისია დაიწყებს ქვეყნის გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის მესამე მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობას. ექსპერტების მიერ შეფასდება გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა და მომზადდება რეკომენდაციები. ექპერტებმა თავიანთი ხედვდები და მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, განათლების სამინისტროების და სხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებსაც გააცნეს. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|