|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
13.08.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ადგილზე გადაუწყვეტენ ყველა იმ საკითხს, რაც მსურველებს ლიცენზიის მიღებას გაუადვილებს. ცენტრში შესაძლებელია სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე უფასო კონსულტაცია, ტოპოგრაფიული რუქების ადგილზე დამზადება, ასევე საჯარო რეესტრიდან საჭირო ამონაწერის გაკეთება, დოკუმენტის ჩაბარება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, ნოტარიულად დამოწმებული ცნობის გარეშე და სარგებლობის ლიცენზიის მიღება. ადგილზე მოხდება საქმის ელექტრონული წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმე SMS შეტყობინებებს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მიიღებს. ხანგრძლივ და გართულებულ პროცედურებს, ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალ ცენტრში მარტივი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება შეცვლის. მომხმარებელს საშუალება ექნება დაზოგოს დრო და ფულადი რესურსი. მომსახურების ცენტრი დაფუძნებულია ბუნებრივი კაპიტალის მდგრადი მართვის პრინციპებზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|