ორშაბათი, 29 აპრილი, 01:57   
ENG GEO
+13°

ამინდი თბილისში

 
ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ
მაქს: +31,7 2013, მინ: +0.2 2006
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 21 დღე, მესამე ფაზა
29 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  29 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:00
მზის ჩასვლა: 19:56
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 57წთ
 

 




სიახლეები
 

ჩვენი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში
05.10.2011

გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მასმედიას წარუდგინა გარემოს ეროვნული სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი  http://meteo.gov.ge/ . გარემოს ეროვნული სააგენტოს ორენოვანი ვებ-გვერდი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლისთვის. www.meteo.gov.ge საზოგადოებას ზუსტ და უახლეს ინფორმაციას აწვდის 18 ქალაქის მოკლე და გრძელვადიან ამინდის პროგნოზის შესახებ.

"მოხარული ვარ, რომ დღეს გაიმართა ვებ-გვერდის ოფიციალური პრეზენტაცია. მოგიწოდებთ, რომ ხშირად ისარგებლოთ ინტერნეტ გვერდით www.meteo.gov.ge. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ინფორმაცია საქართველოში და ამ ინფორმაციის მოპოვებას აწარმოებს მხოლოდ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის ოფიციალური საიტიც არისwww.meteo.gov.ge. სხვა გავრცელებული ინფორმაციები კი არ შეესაბამება სინამდვილეს ან უმრავლეს შემთხვევაში სარგებლობენ სხვის მიერ მოპოვებული ინფორმაციებით. მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები ვებ-გვერდის შესახებ. ჩვენ ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტად პრაქტიკული იყოს მომხმარებლისთვის," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
           

ვაკანსია
09.07.2012

სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში; ** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვრცლად

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური თბილისში
05.07.2012

გარემოს დაცვის მინისტრმა და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გახსნეს. ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც ვაშლიჯვრის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, მოხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი: ნახშირჟანგი (CO); აზოტის ჟანგეულები (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგი (SO2); მიწისპირა ოზონი (O3); და მტვრის ფრაქციები.

ვრცლად

17 მაისი - ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეა
17.05.2012

ყოველი წლის 17 მაისს მთელი მსოფლიოს კავშირგაბმულობის სპეციალისტები ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

ვრცლად

2012 წლის 12-13 მაისის ღამეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განვითარებული წყალმნოვარდნის მოკლე მიმოხილვა
14.05.2012

ამა წლის 12-13 მაისის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნა ინტენსიური ნალექები (თავსხმა წვიმები და სეტყვა), რომელთა რაოდენობამაც 2-3 სთ-ის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეადგინა 30-დან 100 მმ-მდე. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებზე მნიშვნელოვანი წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერების გააქტიურება, ქუჩებში ნიაღვრები. დაზარალდა დუშეთის, გურჯაანის, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით დაზარალდა ქ. თბილისის ზოგიერთი რ-ნი.

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: