|
|
|
29 აპრილი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
13სთ 57წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
17 მაისი - ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეა
17.05.2012
ყოველი წლის 17 მაისს მთელი მსოფლიოს კავშირგაბმულობის სპეციალისტები ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლები ულოცავენ ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებენ პროფესიულ საქმიანობაში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვაკანსია
09.07.2012
სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში;
** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური თბილისში
05.07.2012
გარემოს დაცვის მინისტრმა და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გახსნეს. ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც ვაშლიჯვრის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, მოხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი: ნახშირჟანგი (CO); აზოტის ჟანგეულები (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგი (SO2); მიწისპირა ოზონი (O3); და მტვრის ფრაქციები.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2012 წლის 12-13 მაისის ღამეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განვითარებული წყალმნოვარდნის მოკლე მიმოხილვა
14.05.2012
ამა წლის 12-13 მაისის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნა ინტენსიური ნალექები (თავსხმა წვიმები და სეტყვა), რომელთა რაოდენობამაც 2-3 სთ-ის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეადგინა 30-დან 100 მმ-მდე. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებზე მნიშვნელოვანი წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერების გააქტიურება, ქუჩებში ნიაღვრები. დაზარალდა დუშეთის, გურჯაანის, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით დაზარალდა ქ. თბილისის ზოგიერთი რ-ნი.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|