საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

კლიმატური დახასიათება

კლიმატური დახასიათება:

საქართველოს მოკლე კლიმატური დახასიათება ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოდგენილია კლიმატის თითქმის ყველა ტიპი (გარდა სავანებისა და ტროპიკული ტყეების კლიმატებისა) და მოიცავს როგორც ნოტიო სუბტროპიკულ, ასევე მუდმივი გამყინვარების ზონებს, თანაც პირდაპირი დაშორება მათ შორის ზოგ შემთხვევაში არ აღემატება 70-80 კმ-ს. საქართველოს ჰავის ასეთ ნაირგვარობა განპირობებულია ერთის მხრივ, მისი მდებარეობით სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორეს მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულით. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერ, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები. ამ ზონებში, ძირითადად, ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდ. განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან _ თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. კავკასიონის მაღალმთიანი სისტემა ხელს უშლის ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი მასების უშუალო შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ შავი და კასპიის ზღვის აქვატორიებზე ტრანსფორმაციის შედეგად არქტიკული შემოჭრებიც კი საქართველოში შერბილებული სახით მოქმედებს. დასავლეთიდან ჰაერის მასების გავლისას ლიხის ქედამდე ისინი განიცდიან იძულებით აღმასვლას, რასაც თან სდევს ნალექთა ინტენსიური გამოყოფა. ფიონური ეფექტის გამო აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი პროცესები ხშირად უნალექოდ გრძელდება. ცირკულაციური პროცესების ეს ტიპი ყველაზე ხშირია საქართველოსთვის, ამიტომ იგი დაღს ასვამს ატმოსფერულ ნალექთა განაწილებას მის ტერიტორიაზე. სინოპტიკური პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამიერკავკასიის და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად: დასავლეთის, აღმოსავლეთის, ორმხრივი, ანტიციკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა. ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. შედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 სთ., ჯამური რადიაცია შეადგენს 115-153 კკალ/სმ2-ს წელიწადში. რადიაციული ბალანსი დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და მისი მაქსიმალური მნიშვნელობა (52-53 კკალ/სმ2) აღინიშნება ნოტიო სუბტროპიკულ ბარში, ხოლო მინიმალური (25 კკალ/სმ2) _ კავკასიონის მაღალმთიან ზონაში. მზის რადიაციის რეჟიმის მიხედვით საქართველო სუბტროპიკულ ზონაშია. ატმოსფეროს ცირკულაციის ხასიათისა და მასთან დაკავშირებული ამინდის პირობების მიხედვით მის ტერიტორიას ყოფენ ორ ცირკულაციურ ჰავის ოლქად და ერთ ქვეოლქად. ესენია: 1. ზღვის სუბტროპიკული ჰავის ოლქი, 2. სუბტროპიკული კონტინენტური ჰავიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი და ამ ოლქში შემავალი წინა აზიის მთიანეთის მშრალი სუბტროპიკული ჰავიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი. პირველი ოლქი მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ხასიათდება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მკვეთრად გამოხატული თვისებებით. თუმცა აქაც არის განსხვავება მის ჩრდილო და სამხრეთ სექტორებს შორის. დაბალი ნაწილი ძირთადად გამოირჩევა რბილი ზამთრით, შედარებით გრილი ზაფხულით, ტემპერატურის ზომიერი ამპლიტუდით, უხვი ნალექებით და მაღალი სინოტივით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ზღვის ზოლიდან მთიანი რაიონებისკენ მცირდება 15-დან 6-100ჩ-მდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში ეცემა 4- -20ჩ-მდე. აქაა აღნიშნული აბსოლუტური მინიმუმის ყველაზე დაბალი მნიშვნელობებიც (-30, -350ჩ). ნალექთა წლიური ჯამები რეგიონის უმეტეს ნაწილში მერყეობს 1200-1600 მმ ინტერვალში. მაღალმთიან რაიონებში იმატებს 2000, სანაპირო ზოლში 2500 მმმდე, ხოლო ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ კალთაზე _ მტირალას მთის მიდამოებში 4500 მმ-ს აღწევს. მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები 300-500-დან 3500 მ-მდეა, შეგაწლიური განაწილების მიხედვით ნალექების მაქსიმუმი აღინიშნება შემოდგომაზამთარში, მინიმუმი _ გაზაფხულზე ან ზაფხულში. მუდმივი თოვლის საფარის ქვედა საზღვარი კავკასიონის დასავლეთ სექტორში მოქცეულია 2700-3300 მ სიმაღლეთა ინტერვალში. მეორე ოლქი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს. ჰავა აქ მნიშვნელოვანი კონტინენტურობით ხასიათდება. ბარის რაიონებში იგი მშრალი სუბტროპიკული ტიპისაა, ხოლო მთიან რაიონებში ალპურ ხასიათს ატარებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში მერყეობს 11-130ჩ-ის ფარგლებში, მთიან რაიონებში კი 2-70ჩ-მდე იკლებს. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი აღწევს 420ჩ-ს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ რაიონში მდ. მტკვრის მოსაზღვრე ველებზე, ხოლო აბს. მინიმუმი ეცემა -420ჩ-მდე მყინვარწვერის ფერდობზე ზღვის დონიდან 3650 მ სიმაღლეზე. აქ ზამთარი უფრო ცივია და ტემპერატურის ამპლიტუდა უფრო დიდი, ვიდრე პირველ ოლქში, სინოტივე დაბალია და მოდის შედარებით მცირე ნალექი (400-დან 1200 მმ-მდე). მაქს. ნალექების მოსვლის ზონები 1200-3500 მ სიმაღლეებზეა. შიგაწლიური რეჟიმის მიხედვით კი, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, ნალექების მაქსიმუმი დაიკვირვება გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, მინიმუმი _ ზამთარში. თოვლის მდგრადი საფარი კავკასიონის აღმოსავლეთ სექტორში წარმოიქმნება დასავლეთთან შედარებით მეტ სიმაღლეებზე _ 3300-3600 მ შუალედში. ამ ოლქის ქვეოლქი მოიცავს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ცენტრ. სტეპურ ნაწილს. აქ ჰავა უფრო კონტინენტურია, ცხელი ზაფხულით და ცივი ზამთრით. ატმ. ნალექები რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე იმავე სიმაღლეებზე მდებარე საქართველოს სხვა ადგილებში. რელიეფის მნიშვნელოვანი დასერილობა განაპირობებს ზოგადი ცირკულაციის იმგვარ გარდაქმნასა და მეტეოროლოგიური ელემენტების რიცხვითი მნიშვნელობების ისეთ დიდ სხვადასხვაობებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰავის ძირითადი ოლქების გარდა გამოიყოფა განსხვავებული კლიმატური რაიონები. ესენია: დასავლეთი და აღმოსავლეთი კავკასიონი, კოლხეთის ბარი, შიდა და ქვემო ქართლის ბარი, ივრის ზეგანი, შიდა კახეთის ბარი, საგურამო-გომბორის საშუალო მთიანეთი, მთიანი აჭარა-გურია, მესხეთი, თრიალეთი, ჯავახეთის მთიანეთი.

search form
ღამე

შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით 16°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 27°

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ