საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

ისტორია

ჰიდრომეტეოროლოგიის მოკლე ისტორია

 

საქართველოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს 1825 წლიდან წარმოებდა. 1844 წლიდან ქ. თბილისში დაიწყო კავკასიაში პირველი რეგულარული მეტეოროლოგიური დაკვირვებები. 1900 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა 72 მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო პუნქტი.

 

ეპიზოდური ჰიდროლოგიური დაკვირვებები მდ. ვერეზე ქ. თბილისთან ჯერ კიდევ 1863-1866 წლებში წარმოებდა. 1917 წლისათვის საქართველოს მდინარეებზე 36 ჰიდროლოგიური საგუშაგო მოქმედებდა. 1960-1990 წლებში საქართველოში ერთდროულად მოქმედი ჰიდროლოგიური საგუშაგოების რიცხვმა 150-160 შეადგინა.

 

1990-იან წლებამდე, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებებით პუნქტების რაოდენობა 500-ს აჭარბებდა. შემდგომ წლებში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. ფუნქციონირებდა 11 რადარული და 5 აეროლოგიური დაკვირვების პუნქტი. 90-იანი წლების შემდგომ, სტანდარტული დაკვირვების პუნქტების რაოდენობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა, ხოლო რადარული და აეროლოგიური დაკვირვებები საერთოდ შეწყდა.

 

უკანასკნელ პერიოდში, დაიწყო სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის ეტაპობრივი რეაბილიტაციისა და ავტომატიზაციის პროცესი. თუმცა მიღწეული შედეგები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ქვეყნის ტერიტორიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის სრულად გასაშუქებლად. აგრეთვე დღემდე ვერ იქნა მიღწეული რადარული და აეროლოგიური დაკვირვებების აღსადგენად საჭირო სახსრები.

 

2013 წელს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რამოდენიმე პროექტის მეშვეობით გაიხსნა და განახლდა 6 ჰიდრომეტეოროლოგიური ავტომატიზირებული სადამკვირვებლო პუნქტი, აქედან: 3 მეტეოროლოგიური სადგური (გორი, ფასანაური, დუშეთი) და 3 ჰიდროლოგიური საგუშაგო (გორი, ლეჩუმი, ბირკიანი).

 

80-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობდა სეტყვის წინააღმდეგ ბრძოლის და თოვლის ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების სამუშაოები. 

 

მონიტორინგის ქსელის უკმარისობამ მნიშვნელოვნად გაართულა მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პროგნოზირება და ეფექტური გაფრთხილებების დროულად გაცემა.

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ -2°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ