meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2022 წლის ოქტომბრის თვის პროგნოზი

ოქტომბრის მოკლე კლიმატური დახასიათება

საქართველოს  ტერიტორიაზე

კლიმატური მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოქტომბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა სექტემბერთან შედარებით 3-7°-ით დაბალია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მისი მნიშვნელობა +15, +17°, ქართლსა და კახეთში 11, +15°, მთიან რაიონებში ზღვის დონიდან   1400 მ სიმაღლემდე +8, +14°, მასზე უფრო მაღალ ზონაში +5, +9°  სითბოა.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში    +30, +35°, ზოგან +37° –ია. მთიან რაიონებში +26, +31° და მაღალმთიან ზონაში  +23, +28° –ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა აჭარის სანაპირო ზოლში +1, +3°, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ დაბლობ რაიონებში 0, -3°, დასავლეთ საქართველოს მთებში, ქართლსა და კახეთში -2, -7°, აღმოსავლეთ საქართველოს მთებში -8, -11° და მაღალმთიან ზონაში -12, -17° –მდე იწევს.

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები იშვიათობაა. დასავლეთ საქართველოს მთაში წაყინვები საშუალოდ 1-2 და მაღლმთიან ზონაში 6-12 დღეა. თვის განმავლობაში ქართლსა და კახეთში წაყინვები საშუალოდ 1-4, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 2-8 და მაღალმთიან რაიონებში 8-დან  16 დღემდე აღინიშნება.

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში მერყეობს საშუალოდ 8-15, აღმოსავლეთ საქართველოში 7-დან 13 დღემდე.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი აჭარის სანაპირო რაიონებში მოდის (270-300 მმ), დანარჩენ ტერიტორიაზე მისი მნიშვნელობა უმეტესად 100-200 მმ-ია. Bბევრად ნაკლებია ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოში. აქ იგი მერყეობს 30-დან 90 მმ-მდე, გარდა კავკასიონის მთიანი ზონისა, სადაც მისი მნიშვნელობა 80-130 მმ-ს შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში საშუალოდ 200-220 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის მთებში 50-180 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. Aასე მაგალითად აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 600-750 მმ-ს წვიმიან და      20-50 მმ-ს გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 100-200 მმ-ს წვიმიან და 1-15 მმ-ს გვალვიან წლებში.

   დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +18°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +9, +6°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +25, +28°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.


კოლხეთის დაბლობიჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +17, +18°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +8, +5°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +26, +29°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონებიჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +13, +14°  (მაღალმთიან რაიონებში +8, +9°),  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +6, +3°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  0, -3°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +24, +27°- მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +22, +25°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

აღმოსავლეთ საქართველო

                                                                                                                            

ქართლის ვაკეჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15°, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით შიდა ქართლში +3, 0°-მდე, ქვემო ქართლში +5, +2°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +25, +28°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

გარე და შიდა კახეთი. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +14, +15°, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +6, +3°-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +25, +28°- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაბასთან ახლოს. 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +11, +13°  (მაღალმთიან რაიონებში  +8, +100),  რაც 10-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +2, -10-მდე (მაღალმთიან რაიონებში -2, -5°-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°-მდე (მაღალმთიან რაიონებში  +19, +22°-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები. 

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ 22°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 36°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ