საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2023 წლის ნოემბრის თვის პროგნოზი

                                                          2023 წლის ოემბრის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

საქართველოს  ტერიტორიაზე

 

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-80-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და     4-60-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშულო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +130, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +90, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +60, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 20 ყინვასა და 20 გრადუს სითბოს შორის.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +300, მთაში +21, +260, მაღალმთიან რაიონებში +15, +200-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.

ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ   საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში -  140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და   15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.

 

 

დასავლეთ საქართველოში

შავი ზღვის სანაპირო რაიონებიჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +13, +150, რაც 1-20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +270- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +150, რაც რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +2, -10-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +25, +280- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +8, +10(მაღალმთიან რაიონებში  +4, +60)  რაც  20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -30-მდე (მაღალმთიან რაიონებში -6, -90-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +260- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +17, +200-მდე).

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.     



 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +11, რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -1, -40-მდე, ქვემო ქართლში  +1, -20-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +270- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +9, +110, რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  0, -30-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +270- მდე.

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +6, +7(მაღალმთიან რაიონებში  +4, +60)  რაც 20-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -60-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -7, -100-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +250- მდე (მაღალმთიან რაიონებში +17, +200-მდე).

 

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს. 

search form
ღამე

შესაძლებელია მცირე წვიმა -1°

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ

დღე

შესაძლებელია მცირე წვიმა

სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ