დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება 07.06.2014
დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.
ამასთანავე, სეისმოლოგების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი. მოხდა სეისმური მონაცემების განზოგადება და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერება, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების ეტაპობრივად განახლების თაობაზე.
პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. ამასთანავე, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის 24 საათიანი მონიტორინგი.
როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც ჩართულია სხვადასხვა უწყების 200-მდე წარმომადგენელი.
ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და ნებისმიერი მინიმალური რისკი.
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად.