ორშაბათი, 29 აპრილი, 07:22   
ENG GEO
+31°

ამინდი თბილისში

 
ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ
მაქს: +31,7 2013, მინ: +0.2 2006
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 21 დღე, მესამე ფაზა
29 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  29 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:00
მზის ჩასვლა: 19:56
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 57წთ
 

 




სიახლეები
 

მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
13.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ადგილზე გადაუწყვეტენ ყველა იმ საკითხს, რაც მსურველებს ლიცენზიის მიღებას გაუადვილებს. ცენტრში შესაძლებელია სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე უფასო კონსულტაცია, ტოპოგრაფიული რუქების ადგილზე დამზადება, ასევე საჯარო რეესტრიდან საჭირო ამონაწერის გაკეთება, დოკუმენტის ჩაბარება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, ნოტარიულად დამოწმებული ცნობის გარეშე და სარგებლობის ლიცენზიის მიღება. ადგილზე მოხდება საქმის ელექტრონული წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმე SMS შეტყობინებებს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მიიღებს. ხანგრძლივ და გართულებულ პროცედურებს, ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალ ცენტრში მარტივი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება შეცვლის. მომხმარებელს საშუალება ექნება დაზოგოს დრო და ფულადი რესურსი. მომსახურების ცენტრი დაფუძნებულია ბუნებრივი კაპიტალის მდგრადი მართვის პრინციპებზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                                                 

ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სპეცილისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ
09.08.2011

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სპეციალისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარებზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ. სპეციალიტები გამგზავრებამდე გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდნენ და ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
07.06.2011

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დასკვნითი საზეიმო მიღება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ მიმართეს და გარემოს დაცვის დღე მიულოცეს.

ვრცლად

საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი
06.06.2011

ამა წლის 22– 25 მარტს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა "EUMETSAT"– ის (ევროპის მეტეოროლოგიური თანამგზავრები) ექსპერტი ალექსეი კრივობოკი

ვრცლად

მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე
01.06.2011

მსოფლიო საზოგადოებრიობა 23 მარტს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვია და თანამშრომლებს პროფესიონალური დღესასწაული მიულოცა

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: